Overview
Production Technical Designer Jobs in Mtskheta, Georgia at Fabrica 1900
Title: Production Technical Designer
Company: Fabrica 1900
Location: Mtskheta, Georgia
„ფაბრიკა 1900“ ეძებს გუნდის ახალ წევრს — წარმოების ტექნიკურ დიზაინერს.
კომპანია უკვე 10 წელია რაც გოფრირებული მუყაოს ყუთების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში.
ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
📍 სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)
🕒 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 – 18:00
💰 ანაზღაურება: ფიქსირებული (კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საწარმოო, სტამბის ან სარეკლამო/print production მიმართულებით;
• დეტალებზე ორიენტირების მაღალი უნარი;
• ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები
• სავალდებულოა გრაფიკული პროგრამების (Adobe Illustrator, CorelDRAW) და MS Office-ის სრულყოფილი ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
• კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას
• ტრანსპორტირებას
• ჯანსაღ და სამართლიან სამუშაო გარემოს
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV – [email protected] და მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „წარმოების ტექნიკური დიზაინერი"